ზუგდიდში მომხდარი მკვლელობის დეტალები (“მოამბის” რეპორტაჟი)

0

ხეცერის ტყეში საგამოძიებო მოქმედებები დასრულდა – ზუგდიდის რაიონში გაუჩინარებული სამი მამაკაცი მოკლული ნახეს.  მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია. გამოძიების ოფიციალური ცნობით, თავდამსხმელმა დანაშაული ანგარების მიზნით ჩაიდინა, თუმცა, სხვა დეტალები ამ დრომდე გაურკვეველი რჩება.

ზესტაფონის და ხობის რაიონის სამი მკვიდრის კვალი 10 თებერვალს დილიდან დაიკარგა. სამივე მათგანი ზუგდიდის რაიონში საქონლის შესაძენად იყო ჩასული.

გაუჩინარებულთა მიკროავტობუსი და ერთ-ერთის მობილური ტელეფონი გუშინვე იპოვეს. საქმე განზხრახ მკვლელობის მუხლითაა აღძრული.