ზუგდიდში მომხდარი ქურდობის ფაქტი გახსნილია – პოლიციამ ორი ეჭვმიტანილი დააკავა

0

19 თებერვალს შსს ზუგდიდის რაიონულ სამმართველოში გამოძიება დაიწყო ქალაქ ზუგდიდში, კოსტავას ქუჩა N 3, “ნოვა-ტქნოლოჯის” ფირმის სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან თანხის ქურდობის ფაქტზე. დანაშაული გათვალისწინებულია, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლით.

საქმეზე გატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების ჩატარების შედეგად შესაძლებელი გახდა 31.07.2002 წ. დაბ. შ. ხ-ს და 23.02.1998წ. დაბ. თ.თ-ს დაკავება, რომლეთა პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა ნაქურდალი თანხა.

დაკავებულები აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს და თანამშრომლობენ გამოძიებასთან.