ზუგდიდში მოქმედი პარკირების სისტემასთან დაკავშირებით დისკუსია გაიმართა

0

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ინიციატივით, არასამთავრობო ორგანიზაცია „საუნჯეს“ ოფისში, ზუგდიდში მოქმედი პარკირების სისტემასთან დაკავშირებით დისკუსია გაიმართა, რომელსაც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია დაესწრო.

დისკუსიაში მონაწილე პირებმა ერთმანეთს გააცნეს თავიანთი პოზიცია პარკირების არსებულ სისტემასთან დაკავშირებით.

„ჩვენთვის ცნობილია პარკირების სისტემაში არსებული პრობლემის შესახებ და უახლოეს საკრებულო სხდომაზე შევქმნით სამუშაო ჯგუფს, რომლის შემადგენლობაში იქნებიან სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები და ერთად შევიმუშავებთ ყველა ცვლილებას რაც აუცილებელია პარკირების სისტემის გასაუმჯობესებლად“. -აღნიშნა მამუკა წოწერიამ.

შეხვედრას ადგილობრივი ხელისუფლების, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის, სააქციო საზოგადოება „თაუნ პარკისა“ და არასამთავროვობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.