ზუგდიდში მოშიმშილე დევნილები დღეს პარლამენტარმა ადა მარშანიამ მოინახულა

0

ზუგდიდში მოშიმშილე დევნილები დღეს პატრიოტთა ალიანსის წევრმა და პარლამენტარმა ადა მარშანიამ მოინახულა. ის აქციის მონაწილეების პრობლემებს ადგილზე გაეცნო და მათ შიმშილობის შეწყვეტა ურჩია.

ამასთან, მარშანიამ დევნილებთან საუბრისას აღნიშნა, რომ საპროტესტო აქციების მიუხედავად, დევნილთა მინისტრი მათთან არ ჩამოვა და არც კომისია გადაამოწმებს საცხოვრებელი ფართის მისაღებად მათთვის მინიჭებულ ქულებს.

“დღეს დავრწმუნდი, რომ აქ განსაკუთრებით ცუდი ვითარებაა, კეთილი ინებოს სამინისტრომ და იღონოს რამე. ჩემი მხრიდან აგრესიულადაც კი შევაწუხებ დევნილთა სამინისტროს, რომელიც გახდა დევნილთა მტერი”, – თქვა დეპუტატმა.

თავის მხრივ, დევნილები ამბობენ, რომ ისინი შიმშილობის შეწყვეტას მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე არ აპირებენ.

ცნობისთვის, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული რამდენიმე ადამიანი ყოფილი რაიონული სააავადმყოფოს შენობის ეზოში, სახელდახელოდ აგებულ კარავში, დაახლოებით, ორი კვირაა შიმშილობს. ისინი მათთვის მინიჭებული ქულების გადამოწმებას და საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფას ითხოვენ.


სხვა ახალი ამბები: