ზუგდიდში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოების კეთილმოწყობა გრძელდება

0

ზუგდიდში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოების კეთილმოწყობა გრძელდება. ამ ეტაპზე,  ტენდერი ქუჯის ქ. №10 და  ლევან II დადიანის ქ. №2 და №4 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოების კეთილმოწყობის  სამუშაოების შესყიდვაზე გამოცხადდა.

ქუჯის ქ. №10 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოების შესყიდვის სავარაუდო ღირებულება  97 408 ლარია, ხოლო ლევან II დადიანის ქ. №2 და №4  მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოების  შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 212 570 ლარია.

. პროექტით გათვალისწინებულია სანიაღვრე არხების მოწყობა, გამწვანების ზოლების გასწვრივ 430 გრძ/მ ახალი ბორდიურების მოწყობა, გარე განათების მონტაჟი, დეკორატიული ღობის მოწყობა, გაზონებში ბუჩქების დარგვა, 23 ცალი სკამის დადგმა, ტერიტორიაზე 9100 მ2 ასფალტო-ბეტონის საფარის დაგება. პროექტის  ფარგლებში კეთილმოეწყობა 10000 მ2 ტერიტორია, დამონტაჟდება 15 გარე განათების ბოძი და სანათი.