ზუგდიდში ნაპოვნი ახალგაზრდა ქალის ცხედარი ქალაქის მერიამ დაკრძალა

0

რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, ნაპოვნი ცხედარი მერიის ააიპ “სასაფლაოების მართვის ცენტრმა”, სასამართლოს მიმართვის საფუძველზე, დღეს დაკრძალა.

ქალაქის მერიის ადმინისტრაციის ცნობით, მარტოხელა, უჭირისუფლო (უპატრონო) მიცვალებული ი.მ. სპეციალურად გამოყოფილ ტერიტორიაზე დაასაფლავეს.

ზუგდიდში, ლევან II დადიანის ქუჩაზე, ახალგაზრდა ქალის ცხედარი გამვლელებმა შემთხვევით იპოვეს. სამართალდამცველების ინფორმაციით, გარდაცვლილი წელს ქვემოთ ნახევრად შიშველი იყო, თუმცა პირველადი დათვალიერებით მას ძალადობის ნიშნები არ აღენიშნებოდა

სხვა ახალი ამბები: