ზუგდიდში, ნარკოდანაშაულზე დაკავებული ახალგაზრდა მამაკაცი დღეს გაათავისუფლეს

0

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მიერ დაკავებული,  ზუგდიდელი ლ.ხ გათავისუფლებულია. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ლ.ხ დაკავების მომენტში ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, აღნიშნული პიროვნება დაკავების მომენტში ნარკოტიკული ნივთიერება ბუპრენორფინის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.

ლ.ხ-ს სახლის ჩხრეკისას ამოღებულ იქნა იგივე ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინი, თუმცა ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული ნივთიერების მცირე ოდენობა არ ითვალისწინებდა სისხლის სამართლიის საქმის 260-ე მუხლით დევნის დაწყებას. აქედან გამომდინარე, მუხლი გადაკვალიფიცირდა და ლ.ხ-ს ბრალი სისხლის სამართლის საქმის 273-ე მუხლით წარედგინა, რომელიც ითვალისწინებს  პირობით სასჯელს ერთი წლით და ფულად ჯარიმას, რომელიც 1000-დან 2000 ლარამდე განისაზღვრება.

ლ. ხ-ს წინააღმდეგ საქმე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლითაცაა აღძრული, რომელიც ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ მოხმარებას გულისხმობს.

ცნობისთვის, ლ. ხ. სამართალდამცავებმა საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან 1 მაისს აიყვანეს.

 

სხვა ახალი ამბები: