ზუგდიდში, “ნიკორას” მაღაზიის კონსულტანტი ახალგაზრდა მამაკაცმა მძევლად აიყვანა

0

ზუგდიდის ცენტრში, კიკალიშვილის ქუჩაზე მდებარე მაღაძიას “ნიკორა” ერთი პირი თავს დაესხა და მაღაზიის ერთ-ერთი კონსულტანტი მძევლად აიყვანა. ამის შესახებ SMO NEWS-ს თვითმხილველებმა და მაღაზიის თანამშრომლებმა განუცხადეს. მომხდარი ფაქტიდან რამდენიმე წუთში ადგილზე პოლიციის თანამშრომლები მოვიდნენ, რომლებმაც შეძლეს თავდამსხმელის დაკავება. დაკავებულის ვინაობა ამ დრომდე უცნობია.

“გუშინ დაახლოებით შუადღის 14.00 საათზე მაღაზიაში შემოვიდა ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც თავიდანვე უცნაურად იქცეოდა. რამდენიმე წუთში აღნიშნულმა მამაკაცმა ჯიბიდან ამოიღო სარკის ნატეხი და ერთ-ერთი კონსულტანტი, რომელიც მძევლად აიყვანა მოკვლით დაემუქრა”-აცხადებს მაღაზიის ერთ-ერთი თანამშრომელი.

მისივე განცხადებით, თავდამსხმელს არაფერი მოუთხოვია. მაღაზიის თანამშრომლების ვარაუდით, ახალგაზრდა მამაკაცს ფსიქოლოგიური პრობლემები ქონდა.

“ჩვენი ერთ-ერთი თანამშრომელი მძევლად აიყვანა, კისერთან მიადო სარკის ნატეხი და მოკვლით ემოქრებოდა. საგულისხმოა, რომ მას არც თანხა და არც სხვა რაიმე ნივთი მძევლის გათავისუფლების სანაცვლოდ არ მოუთხოვია. უეცრად ახაგაზრდა მამაკაცი წაბორძიკდა და დაეცა. სწორედ ამ მომენტში ჩენ შევძელით სპეციალური ღილაკით გვესარგებლა და პოლიცვია გამოვიუძახეთ. მდგომარეობა მას შემდეგ განიმუხტა, რაც ადგილზე პოლიციის თანამშრომლები მოვიდნენ და თავდამსხმელი დააკავეს”-აცხადებენ “ნიკორას” თანამშრომლები.