ზუგდიდში ორგანიზაცია “ლაიანს ქვესტ საქართველო” დაფუძნდა

0

ზუგდიდში საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ლაიანს ქვესტ საქართველო“-ს ფილიალი გაიხსნა, რომლის პრეზიდენტად არჩეულ იქნა სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის რეგიონალური საბჭოს თავმჯდომარე მაგდალინა თოდუა. ორგანიზაცია სხვადასხვა სფეროს 20-მდე წარმომადგენელს აერთიანებს. პროგრამის პრეზენტაცია მუნიციპალიტეტის გამგეობის სააქტო დარბაზში,

„ ლაიანს კლუბის“ საერთაშორისო ურთიერთობების დირექტორმა ბენტ ჯესპერსენმა გამართა. შეხვედრაზე, კლუბის კოორდინატორმა საქართველოში იორნ ანდერსენმა და კლუბის საქართველოს წარმომადგენლება, დეტალურად ისაუბრეს იმ საქმიანობებზე, რომელსაც ორგანიზაცია ახორციელებს. Lions quest –ი არის საგანმანათლებლო პროგრამა, რომლის საშუალებით ახალგაზრდები ეცნობიან სამოქალაქო ფასეულობებს, აცნობიერებენ საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმიანობის მნიშვნელობას.

პროგრამა აერთიანებს ოჯახს, სკოლასა და საზოგადოებას ერთი მიზნის გარშემო-აღზარდონ უნარიანი, ჯანსაღი და ძლიერი ხასიათის მქონე ახალგაზრდები. ორგანიზაცია 1917 წელს აშშ-ში დაფუძნდა. პროგრამა შექმნილია Lions Club International -ის ინტელექტუალური და ფინანსური მხარდაჭერით, რომელიც არის მსოფლიოს უდიდესი საზოგადოებრივი ორგანიზაცია. მას ჰყავს 1, 4 მილიონი წევრი მსოფლიოს 193 ქვეყანაში.

შეხვედრას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე თამაზ ჟორჟოლიანი და სოციალური დაცვის განყოფილების უფროსი გოგი რევია ესწრებოდნენ , რომლებმაც მზადყოფნა გამოთქვეს აქტიური თანამშრომლობის.

სხვა ახალი ამბები: