ზუგდიდში ფერმერთა მომსახურების ცენტრი გაიხსნა

0

საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციამ ზუგდიდში ფერმერთა მომსახურების ცენტრი გახსნა.

გახსნას ესწრებოდნენ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია, საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის პრეზიდენტი გიორგი თოდუა, ასოციაციის წევრი ფერმერები სამეგრელოს მუნიციპალიტეტებიდან.

მომსახურების ცენტრში შესაძლებელი იქნება თხილის კულტურის მოვლასთან დაკავშირებით სპეციალისტების უფასო რეკომენდაციების მიღება. აქ ფერმერებს გაუწევენ კონსულტაციებს წამლობის სქემებთან დაკავშირებით და ექნებათ შესაძლებლობა, მაღალი ხარისხის შესაწამლი პრეპარატები და სპეციალური ტექნიკა შეიძინონ შეღავათიანი პირობებით.

მომავალში დაგეგმილია ფერმერთა ჯგუფების ჩამოყალიბება, გადამზადება და ხელშეწყობა, რაც განაპირობებს მეთხილეობის დარგის განვითარებას.

პირველი სამუშაო დღის აღსანიშნავად ასოციაციამ ფერმერებისთვის გათამაშება მოაწყო, სადაც ლოტოტრონიდან ამოღებული იღბლიანი ნომრების მფლობელებს საჩუქრად თხილის მოვლისთვის საჭირო პრეპარატები და ტექნიკა გადაეცათ.