ზუგდიდში, პროექტი “უფრო ახლოს ხალხთან” გრძელდება

0

“უფრო ახლოს ხალხთან“- პროექტის ფარგლებში მუნიციპალიტეტის გამგებელი ლაშა გოგია, საკრებულოს თავმჯდომარე მაიზერ ნანავასთან და გამგეობის სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად მოქალაქეებთან შეხვედრებს განაგრძობს.

დღეს, გამგებელი ნარაზენის ადმინისტრაციულ ერთეულში ნარაზენისა და შამადელას მოსახლეობას შეხვდა და მათი საჭიროებები ადგილზე მოისმინა. შეხვედრაზე ადგილობრივებმა სოციალურ, ინფრასტრუქტურულ და სხვა პრობლემურ საკითხებზე ისაუბრეს. ერთ-ერთ საკითხად მოსახლეობამ ნარაზენი-შამადელას დამაკავშირებელი გზის პრობლემა დაასახელა. ლაშა გოგიას განმარტებით, აღნიშნულ გზაზე ტენდერი დღეს გამოცხადდება და მიმდინარე წელს 273.000 ლარის ღირებულების ცენტრალური გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია განხორციელდება. მოსახლეობამ, აგრეთვე გამგებელს გამსახურდიას და კოლია ლომაიას ქუჩებზე გარე განათების პრობლების მოგვარების თხოვნით მიმართა. გარე განათების პრობლემა უახლოეს მომავალში მოგვარდება.

არსებულ ბოძებზე ლამპიონების დამონტაჟების პროექტირებაზე ტენდერი მზადდება. შეხვედრაზე, მოქალაქებმა გამგეობის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის წარმომადგენლებისგან დეტალური ინფორმაცია იმ პროგრამებზე მოისმინეს, რომელსაც მუნიციპალიტეტის გამგეობა ახორციელებს. „ჩვენ ვაგრძელებთ პროექტს „უფრო ახლოს ხალხთან“.

დღეს ნარაზენის ადმინისტრაციულ ერთეულში, ნარაზენისა და შამადელას მოსახლეობას შევხვდით , 30- მდე ბენეფიციარს გავესაუბრეთ და მათი პრობლემები მოვისმინეთ. იყო საკითხები რომლის მოგვარებაც ადგილზე შევძელით, ზოგი საკითხი კი ეტაპობრივად მოგვარდება“-აღნიშნა ლაშა გოგიამ.

სხვა ახალი ამბები: