ზუგდიდში პროექტის “ენის ხელოვნება” პრეზენტაცია გაიმართა

0

ზუგდიდის არტ გალერეაში სატელევიზიო პროექტის „ენის ხელოვნება“ პრეზენტაცია გაიმართა. ორგანიზატორების თქმით, პროექტი საქართველოში ინოვაციურია და ის პირველად ზუგდიდში ჩატარდება. მისი მიზანი ახალგაზრდებში სხვადასხვა უნარების გამოვლენაა.

გასაუბრების საფუძველზე უკვე შეირჩა ექვსი მოსწავლე, რომლებიც ერთი თვის განმავლობაში სხვადასხვა დავალებებს შეასრულებენ. მათ კი კომპეტენტური ჟიური შეაფასებს. გამარჯვებულს ქალაქ ზუგდიდის მერია და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა სიმბოლური საჩუქრებით დააჯილდოებს.

პროექტის ფინანსური მხარდამჭერები არიან: “ბისტრო-ვიტო”, “ბილაინი” და კოლეჯი “ცხუმ ეგრისი”.

სხვა ახალი ამბები: