ზუგდიდში ქურდობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

0

დღეს, 25 მაისს შსს ზუგდიდის რაიონულ სამმართველოში მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ქალაქ ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე მდებარე მშენებარე კორპუსებიდან სამშენებლო მასალების ქურდობის ფაქტზე დაკავებული იქნა, ზუგდიდის მკვიდრი ო.ყ.

ჩხრეკის შედეგად პოლიციის თანამშრომლების მიერ ამოღებული იქნა ფარულად, მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული სამშენებლო მასალები. დაკავებული ო.ყ აღიარა ჩადენილი დანაშაული. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაიწყო გამოძიება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლით.

სხვა ახალი ამბები: