ზუგდიდში რეპრესირებულთა მემორიალის მონტაჟი დასასრულს უახლოვდება

0

ფრანგული პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე რეპრესირებულთა მემორიალის მონტაჟი დასასრულს უახლოვდება. 1924 წელს ქალაქ ზუგდიდში დახვრეტილ მამულიშვილთა ხსოვნისადმი მიძღვნილ მემორიალთან ვიცე-მერი გია გულორდავა, მერის მოადგილე, კობა ჯიქია, მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები და მემორიალის ავტორი, ჯუმბერ ჯიქია იმყოფებოდნენ.

სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, განხილულ იქნა მემორიალის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის საკითხები. ადგილობრივი ბიუჯეტიდან, აღნიშნული სამუშაოებისათვის 24 700 ლარი გამოიყო.

სხვა ახალი ამბები: