ზუგდიდში, საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულიდან ახალგაზრდა ქალი გადმოვარდა

0

ზუგდიდში, კოსტავას ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის მე-5 სართულიდან ახალგაზრდა ქალი გადმოვარდა. დაშავებული სასწრაფო სამედიცინო ბრიგადამ რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა, სადაც მოგვიანებით გარდაიცვალა. თვითმხილველების თქმით, დაზარალებული მდგმური იყო, ის სავარაუდოდ ქვეშაგებს ფენდა და თავი ვერ დაიმაგრა

„ქალი შველას ითხოვდა, მიშველეთო- იძახდა, ეხმარებოდნენ ქალები, პოლიციას ავიდა,თვითონაც ჩაბღაუჭებული ქონდა ხელი, მაგრამ ვერ დაიჭირეს, მძიმე წონის ქალი იყო და ვერ შეძლეს“- აცხადებენ თვითმხილველები.

შს სამინისტრომ ზუგდიდში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულიდან ქალის გადმოვარდნის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. უწყების ცნობით, საქმე სს კოდექსის 115-ე მუხლით არის აღძრული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

 

სხვა ახალი ამბები: