ზუგდიდში, საცხოვრებელი კორპუსის მეორე სართულიდან ახალგაზრდა ქალი გადმოვარდა

0

რამდენიმე წუთის წინ ზუგდიდში, ცენტრალურ უბანში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მეორე სართულიდან შუახნის ქალბატონი გადმოვარდა. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები.

ჯერჯერობით გაურკვეველია თუ რა ვითარებაში გადმოვარდა ქალბატონი, თუმცა გამოძიება აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით უკვე დაიწყო. დაშავებულის მდგომარეობა ამ დროისთვის მძიმეა. ახალგაზრდა ქალი ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში ამ წუთებში გადაყავთ.

სხვა ახალი ამბები: