ზუგდიდში საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა

0

ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის სხდომათა დარბაზში სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტების საკონსულტაციო ორგანოს – სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა.

სხდომაზე, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის განვითარების 2015 წლის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში განიხილეს და აღინიშნა, რომ 2015 წელს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით მომზადდა 67 პროექტის საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, რომლის ღირებულებამ 772 663 ლარი შეადგინა. დასრულდა 30 783 589 ლარის ღირებულების 73 ინფრასტრუქტურული პროექტი. 2015 წელს განსახორციელებელი პროექტები ძირითადად შესაბამისია რეგიონის 2015-2016 წლების სამოქმედო გეგმასთან.

დღის წესრიგით გათვალისწინებულ მეორე საკითხად, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის განვითარების სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის 2016 წლის პირველი კვარტალის მონაცემები განიხილეს, რომლის თანახმადაც 2016 წლის 29 მარტის მდგომარეობით, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსებულია 49 პროექტი, 28 265 796 ლარის ღირებულებით. აღნიშნული პრექტების ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტებიდან თანადაფინანსების თანხა შეადგენს 1 487 674 ლარს.

სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან – გუბერნატორთან არსებული სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს მორიგ სხდომას რეგიონის გამგებლები, მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები და მათი მოადგილეები ესწრებოდნენ. სხდომას სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული -გუბერნატორი ლევან შონია უძღვებოდა.

სხვა ახალი ამბები: