ზუგდიდში სამ საარჩევნო უბანზე განმეორებითი კენჭისყრა 22 ოქტომბრამდე ჩატარდება

0

ცენტრალური საარჩევნო კომისიის დღევანდელი მონაცემებით, განმეორებითი კენჭისყრა ჩატარდება ზუგდიდის სამ საარჩევნო უბანზე – განმუხურის 39-ე, ასევე სოფელ ჯიხაშკარის 79-ე და 108-ე უბნებზე. ამის შესახებ ცესკო-ს სპიკერმა, ანა მიქელაძემ განაცხადა. მისივე ინფორმაციით, განმეორებითი კენჭისყრის თარიღთან დაკავშირებით, გადაწყვეტილებას საარჩევნო კომისია მიიღებს.

“საარჩევნო უბნის შედეგების ბათილად ცნობისას, ცესკო ამ უბანში განმეორებით კენჭისყრას ნიშნავს იმ შემთხვევაში, თუ, საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატების მიერ შესაბამის საარჩევნო ოლქში მიღებული ხმების სხვაობა, ნაკლებია ამ საარჩევნო უბნის ამორჩეველთა საერთო რაოდენობაზე. განმეორებითი კენჭისყრა იმართება ორი კვირის ვადაში, ნებისმიერ დღეს. მაგალითად, პირველი ტური იყო 8 ოქტომბერს, განმეორებითი კენჭისყრა 8 ოქტომბრიდან ორი კვირის ვადაში ნებისმიერ დღეს შეიძლება დაინიშნოს. ამაზე ცესკო იმჯელებს”, – განმარტა ანა მიქელაძემ.

მისივე ინფორმაციით, განმეორებითი კენჭისყრის ჩატარების ბოლო ვადა 22 ოქტომბერია.

სხვა ახალი ამბები: