ზუგდიდში სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

0

ზუგდიდში, ლაზის, უბერის, სოხუმისა და კიკალიშვილის ქუჩებზე სანიაღვრე არხების სარეაბილიტაციო, ხოლო ლევან II დადიანისა და პაიჭაძის ქუჩის კვეთაზე კი ცხაურის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

სამუშაოების მიმდინარეობას მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის წარმომადგენლები ადგილზე გაეცნენ.

აღნიშნულ ქუჩებზე სანიაღვრე არხები ამორტიზებული იყო და უხვი ნალექის დროს მოსახლეობას ზიანს აყენებდა.  სანიაღვრე არხების რეაბილიტაციაზე 144 000 ლარი იხარჯება.