ზუგდიდში საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის შეხვედრა გაიმართა

0

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის (MDF) „მუნიციპალური შესაძლებლობების განვითარების პროექტის“ ფარგლებში, დღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკონფერენციო დარბაზში, შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის მიზანს პროექტის ფარგლებში, ადგილობრივი თვითმმართველობების გასაძლიერებლად და მათი შესაძლებლობების განსავითარებლად შემუშავებული ტრენინგ პროგრამის შესახებ სამეგრელო-ზემოს სვანეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირებისთვის ინფორმაციის მიწოდება წარმოადგენდა. პროგრამას, რომელიც საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების სივრცითი დაგეგმვის, აქტივების მართვისა და კაპიტალური საინვესტიციო გეგმების შემუშავების კუთხით მხარდაჭერას ითვალისწინებს, ნიდერლანდური ორგანიზცია Ecorys ქართულ კომპანიებთან – PMCG და GeoGraphic კონსორიციუმში ახორციელებს.

ექსპერტთა გუნდი გადაამზადებს მუნიციპალიტეტების შესაბამისი დარგის წარმომადგენლებს, გაუწევს კონსულტაციებს, ასევე, ამ მიმართულებით მუშაობის ხელშესაწყობად, უზრუნველყოფს საცნობარო პრაქტიკული სახელმძღვანელოებითა და სპეციალური პროგრამული სისტემებით. პროგრამა წარმოადგენს „რეგიონალური და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მეორე პროექტის“ (srmidp) ნაწილს, რომელიც მსოფლიო ბანკის და შვეიცარიის განითარების სააგენტოს ერთობლივი მხარდაჭერით მიმდინარეობს. მისი განხორციელება 2017 წლის აპრილში დაიწყო და 2019 წლის მარტამდე გაგრძელდება.

„მუნიციპალური შესაძლებლობების განვითარების პროექტი“ ითვალისწინებს ტრენიგ პროგრამების განხორციელებას პროექტების ციკლის მენეჯმენტსა და ფისკალურ დისციპლინასა და ბუღალტერიაშიც.

სხვა ახალი ამბები: