ზუგდიდში საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას 78 წლის იუბილე აღნიშნეს

0

31 მარტი საქართველოს პირველი პრეზიდენტის, საქართველოს ეროვნული გმირის, მეცნიერ-ფილოლოგის, მწერლის, მთარგმნელის, საქართველოს ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა.

ამ დღესთან დაკავშირებით, სამეგრელო -ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ, გამგებელმა ლაშა გოგიამ და გამგებლის პირველმა მოადგილემ მამუკა წოწერიამ, ქალაქ ზუგდიდის მერმა ირაკლი გოგოხიამ,ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე ნატალია შეროზიამ და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, საქართველოს პირველი პრეზიდენტის და ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის ზვიად გამსახურდიას ბიუსტები, ზუგდიდში და სოფელ დარჩელში გვირგვინებით შეამკეს და მის ხსოვნას პატივი მიაგეს. ზვიად გამსახურდიას დღეს 78 წელი შეუსრულდებოდა.

31 მარტი მნიშვნელოვანია იმითაც, რომ რეფერენდუმის დღეა. 1991 წლის 31 მარტს, საქართველოს მოსახლეობამ რეფერენდუმის გზით, ხმათა უმრავლესობით, მხარი დაუჭირა საქართველოს სახელმწიფოს დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს.

„დღეს მას 78 წელი შეუსრულდებოდა ვულოცავ მის ოჯახს, მეგობრებს და თანამბერძოლებს. ორი დღის წინ ევროპისკენ გზა გავიკვალეთ, ვფიქრობ, რომ ამის სათავეში პირველი პრეზიდენტი იდგა“, -განაცხდა ლევან შონიამ.

საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია 1939 წლის 31 მარტს დაიბადა. მისი ნეშთი მთაწმინდის პანთეონშია დაკრძალული.

სხვა ახალი ამბები: