ზუგდიდში შარტავას ქუჩიდან რუსთაველის ქუჩამდე მონაკვეთზე საყრდენი კედლის მოწყობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს

0

ქალაქ ზუგდიდში შარტავას ქუჩიდან რუსთაველის ქუჩამდე მონაკვეთზე, ღელე კუჩხობონის არხის ნაპირსამაგრი კედლის მოწყობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

რეაბილიტაციის ფარგლებში ამ მონაკვეთზე რკინა ბეტონის მონოლითური საყრდენი კედლის მოწყობა ხორციელდება.

ადგილობრივი ბიუჯეტიდან აღნიშნული პროექტის განხორციელებას 200 000 ლარი მოხმარდება და 15 ოჯახს ჭარბი ნალექის შემთხვევაში , კარ- მიდამოს დატბორვის საფრთხე მოეხსნება.

სხვა ახალი ამბები: