ზუგდიდში შიდა ეზოების რეაბილიტაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს

0

ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შიდა ეზოების რეაბილიტაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. უკვე დასრულდა ცოტნე დადიანის ქუჩა №1 და №3 კორპუსების შიდა ეზოს რეაბილიტაცია.

სამუშაოების ბიუჯეტმა 127 618,81 ლარი შეადგინა. მიმდინარეობს რუსთაველის ქუჩა №90 (გამგეობის შენობის უკანა ეზო) და თბილისის ქუჩა №2-ის შიდა ეზოების რეაბილიტაციის პროცესი. ქალაქ ზუგდიდის მერიის ქალაქმშენებლობის სამსახურის ინსპექტირების ჯგუფი აღნიშნული ინფრასტრუქტურული სამუშაოების ყოველდღიურ მონიტორინგს ახორციელებს.

სხვა ახალი ამბები: