ზუგდიდში შს მინისტრ, გიორგი გახარიას ელოდებიან

0

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციაში რამდენიმე წუთში საქართველოს შს მინისტრს, გიორგი გახარიას ელოდებიან. მინისტრის ჩამოსვლასთან დაკავშირებით ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ გახარიას ვიზიტი სამხარეო პოლიციაში მოსალოდნელ საკადრო ცვლილებებს უკავშირდებოდა, თუმცა მოგვიანებით SMO NEWS-ს საკუთარმა წყარომ განუცხადა, რომ დღეს ახალი უფროსის წარდგენა არ იგეგმება.

წყაროს განცხადებით, გიორგი გახარია სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციაში თანამშრომლებს შეხვდება და მიმდინარე საკითხებზე მუშა შეხვედრას გამართავს.

რაც შეეხება სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსის პოსტს, ის ჯერ კიდევ ვაკანტურია. SMO NEWS-ის წყაროს ცნობით ამ ეტაპზე მხოლოდ სამი კანდიდატურა განიხილება. ლევან მიშველია, რომელიც სენაკელია და სისტემაში ამჟამადაც მუშაობს, ქუთაისის პოლიციის მოქმედი უფროსი ნიკოლოზ დიასამიძე. ნიკოლოზ დიასამიძე იმერეთიდანაა, კერძოდ ქუთაისიდან და მას სამართალდამცავები გამოცდილ კადრად ასახელებენ. მესამე და ყველაზე რეალურ კანდიდატად სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსის მოადგილეს, გიგა კორსანტიას მიიჩნევენ.

ჯერჯერობით სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსის თანამდებობას არავინ იკავებს.