ზუგდიდში სხვადასხვა სექტორის წარმომადგენელთა ფესტივალი გაიმართა

0

ზუგდიდის ბულვარის ტერიტორიაზე სხვადასხვა სექტორის წარმომადგენელთა ფესტივალი მოეწყო.
ფესტივალი თემის განვითარების ცენტრმა CDC საქართველოში აშშ-ს საელჩოს მიერ დაფინანსებული პროექტის ,,ღია სახლი ქალთა გაძლიერებისთვის“ ფარგლებში გამართა.

მსურველებს შესაძლებლობა ქონდათ გაცნობოდათ არასამთავრობო, ბიზნეს და სამთავრობო სექტორის წარმომადგენელთა მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებს. გამოფენილი იყო ხელთნაკეთი ნივთები და აქსესუარები.

ფესტივალზე ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ განხორციელებული მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა გამოფინა, ფესტივალზე მოსახლეობას დამატებით მიეცა საშუალება ქალაქის მერისათვის ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით წერილობით მიემართა.

სხვა ახალი ამბები: