ზუგდიდში სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის განკუთვნილი სახლების მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს

0

12309859_499198683591424_8364264069695532275_oზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ და სამანდატო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ მაიზერ ნანავამ, საფინანსო-საბიუჯეტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ მერაბ ხვიჩიამ და განათლების, კულტურის, სპორტის, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ დაზმირ ძიმცეიშვილმა ჭითაწყარის, აბასთუმნის, შამადელასა და ნარაზენის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში საცხოვრებელი სახლების მშენებლობის პროცესი დაათვალიერეს.  ამ ეტაპზე სამშენებლო სამუშაოების ძირითადი ნაწილი შესრულებულია.

12362654_499199030258056_506012696863349398_o12363036_499198760258083_9092141562445716295_oშეგახსენებთ, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა 16 ადმინისტრაციულ ერთეულში სოციალურად მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე ოჯახებს საცხოვრებელ სახლებს უშენებს. ბენეფიციარებისთვის აშენებული სახლები მაქსიმალურად ადაპტირებული იქნება საყოფაცხოვრებო პირობებთან. ამასთანავე, ოჯახებს წყალსაქაჩი მოწყობილობა, წყლის ავზი, საკანალიზაციო მილები და მზის გამათბობელი დაუმონტაჟდებათ.