ზუგდიდში სოციალურად დაუცველთათვის განკუთვნილი სახლების მშენებლობა დასრულებულია

0

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე ოჯახებისთვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობის პროცესი დასასრულს უახლოვდება. საცხოვრებელი სახლები ექსპლუატაციაში შესვლამდე, ნაწულუკუს, ჭითაწყარის, ჭკადუაშის, კოკის, ყულიშკარისა და ტყაიას ადმინისტრაციულ ერთეულებში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მაიზერ ნანავამ, მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად მოინახულა.

მიმდინარე წელს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 25 საცხოვრებელი სახლი შენდება.

მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე ოჯახებისთვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ექსკლუზიური პროექტია, რომლის განხორციელება 2015 წელს დაიწყო.

2015-2016 წლებში აშენდა 41 სახლი, რომლის ჯამურმა ღირებულებამ შეადგინა 968.897 ლარი.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტს 2015 წელს, სპეციალური ჯილდო, სწორედ ამ პროექტის განხორციელებისთვის გადაეცა.

სხვა ახალი ამბები: