ზუგდიდში სპორტკომპლექსი და საცურაო აუზი აშენდება

0

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, ზუგდიდში, ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა, სადაც ქალაქისთვის უმნიშვნეოვანეს ორ პროექტზე გაამახვილა ყურადღება, რომლის განხორციელებაც უახლოეს მომავალში დაიწყება.

მამუკა ბახტაძის განცხადებით, ზუგდიდში ყოფილი პარკის (ე.წ. კომკავშირის პარკი) ტერიტორიაზე სპორტული კომპლექსი და ოლიმპიური სტანდარტების აუზი აშენდება, პრემიერისვე განცხადებით, მოხდება ზუგდიდის ცენტრალური ნაწილის სრული რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია.

მოახლეობასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, პრემიერ-მინისტრი სტუდენტებს შეხვდა და მათ კითხვებს უპასუხა.

დღესვე, მამუკა ბახტაძემ, ბარამიას ქუჩაზე, 240 დევნილ ოჯახს ბინები გადასცა.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, პრემიერი მთავრობის წევრებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმოამდგენლებთან ერთად ნიკოსეული სასახლის და ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაციის მიმდინარეობას გაეცნო.