ზუგდიდში, სტიქიის შედეგად დაზიანებულ 15 კორპუსს, სარეაბილიტაციო სამუშაოები უტარდება

0

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ინგირის ადმინისტრაციულ ერთეულში,ყოფილი აგროკომბინატის ტერიტორიაზე, სტიქიის შედეგად დაზიანებულ 15 კორპუსს, სარეაბილიტაციო სამუშაოები უტარდება.

პროექტის ფარგლებში, საცხოვრებელი ბინების გადახურვისა და ფასადის რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს.

15 კორპუსის რეაბილიტაციაზე 271 852 ლარი იხარჯება.

წლის ბოლომდე, ინგირში, სტიქიის შედეგად დაზიანებული 30 საცხოვრებელი კორპუსის რეაბილიტაცია განხორციელდება, რომლის ღირებულება 630 000 ლარია.

სარეაბილიტაციო სამუშაოების თანხა საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის ფარგლებში, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ გამოიყო.

სხვა ახალი ამბები: