ზუგდიდში, ტერიტორიული ორგანოების სტატუსში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს

0

ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ორგანიზებით, ზუგდიდში, თვითმმართველობათა ტერიტორიული ორგანოების სტატუსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში შესატან ცვლილებებზე, მუნიციპალიტეტების ინსტიტუციური მოწყობის საკითხებზე, თვითმმართველი ქალაქების, სოფლების, დაბების როლსა და ფუნქციებზე, ასევე დეცენტრალიზაციასა და თვითმმართველობების განვითარების მიმართულებით გასატარებელი რეფორმების განხორციელებაზე იმსჯელეს.

შეხვედრების მიზანი სამუშაო ჯგუფში შემავალი პირების ხედვებისა და პოზიციების მოსმენაა, რომელთა შეჯერების შემდეგ ადგილობრივ თვითთმართველობათა ასოციაცია საქართველოს მთავრობას რეკომენდაციით მიმართავს, რათა მათი ასახვა საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივ თვითმმართველობის კოდექსი“ მოხდეს, რომელიც მაქსიმალურად იქნება მორგებული ადგილობრივი თვითმმართველობის ინტერესებთან.

შეხვედრას, ადგილობრივ თვითმმართველობათა ასოციაციის წამომადგენლები, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე, კახა რუსია, ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია, მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

სამუშაო შეხვედრა გაეროს განვითარების პროგრამის(UNDP) მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში გაიმართა.

სხვა ახალი ამბები: