ზუგდიდში თხილის მოსავლის ზარალის აღწერის მიზნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყო

0

“ევროპული საქართველოს” ადგილობრივმა ორგანიზაციამ ზუგდიდში და ზუგდიდის მუნიციპალიტეტში თხილის მოსავლის ზარალის აღწერის მიზნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყო.

დღეს პარტიის წევრები სოფელ დარჩელში იმყოფებოდნენ, სადაც მათ თხილნარები დაათვალიერეს. ადგილობრივები ამბობენ, რომ მათი მოსავალი ფატობრივად, სრულად განადგურებულია.

“დარჩელით დავიწყეთ. ვაპირებთ, რომ ზუგდიდის რაიონი სრულად მოვიაროთ და შევაგროვოთ ხელმოწერები, რათა ხელისუფლება ვაიძულოთ, დაითვალოს ზარალი და შემდეგ მის კომპენსაციაზე იზრუნოს”,-აცხადებს “ევროპული საქართველოს” ზუგდიდის ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი, ბათლომე შელია.

ცნობისათვის, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ შეწამლვითი სამუშაოებისთვის საქართველოს მთავრობამ მავნებელთან ბრძოლის სამუშაოებისთვის 13 მილიონი ლარი გამოყო. პროექტის განხორციელებაში ქართველ სპეციალისტებს წამყვანი ამერიკელი ენტომოლოგები ეხმარებიან. პროცესი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მასშტაბით 17 ივნისს დაიწყო.

სხვა ახალი ამბები: