ზუგდიდში თვითმმართველობის რეფორმასა და მის შედეგებზე დისკუსია გაიმართა

0

საქართველოს ხელისუფლებამ 2013-2014 წლებში ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა განახორციელა, რომელიც მიზნად ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებებისა და ფინანსური დამოუკიდებლობის გაზრდას, გადაწყვეტილების მიღების პროცესში ადგილობრივი მოსახლეობის მეტ ჩართულობას და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა მეტად დეცენტრალიზებას ისახვდა.

თვითმმართველობის რეფორმის მიღწევებზე, მოლოდინებზე და და სხვა საკითხებზე მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა კოკა კიღურაძემ ისაუბრა.

შეხვედრას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი ნატალია პაპასკირი, მუნიციპალიტეტის საკრებულოს საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი მერი შენგელაია, ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი თოდუა და გამგეობისა და საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ზუგდიდის ოფისების ხელმძღვანელებმა, არჩილ თოდუამ და ჯემალ ჭკადუამ, ადგილობრივი არასამთავრობო და საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა, მედიის წარმომადგენლებიმა და დაინტერესებულმა მოქალაქეებმა.

სხვა ახალი ამბები: