ზუგდიდში წყლის ფესტივალი და მასობრივი წუწაობა დაანონსდა

0

12 აგვისტოს ახალგაზრდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს მოხალისეები ზუგდიდიდან, ქალაქ ზუგდიდის სკეიტ პარკში მართავენ წყლის ფესტივალს. ფესტივალი დაიწყება 13:00 სთ-ზე და გაგრძელდება 15:30 სთ-მდე.

ფესტივალზე დასწრების მსურველებს შეეძლებათ მონაწილეობა მიიღონ წყალთან დაკავშირებულ 7 მათთვის სასურველ სხვადასხვა აქტივობებში. ფესტივალის ბოლო ნაწილი კი მასობრივი წუწაობა იქნება.

ფესტივალის ორგანიზატორების განცხადებით, იმისთვის რომ არ დასველდეს ფესტივალის ვიზიტორთა პირადი ნივთები (ტელეფონი, საფულე, ჩანთა) იფუნქციონირებს მიმღები პუნქტი სადაც მათ შეეძლებათ აღნიშნული ნივთების დატოვება. ადგილზე იფუნქციონირებს ასევე სპეციალური გასახდელი, სადაც ვიზიტორები შეძლებენ სველი სამოსის გამოცვლას.

ორგანიზატორები წყლის ფესტივალზე გვპირდებიან მხიარულებას, მუსიკას, გართობას და ბევრ სიურპრიზს. ფესტივალის ძირითადი ატრიბუტია გამჭვირვალე ბოთლი (სავსე წყლით) რათა მონაწილეებმა შეგიფერადონ წყალი და კიდევ უფრო მხიარული და პოზიტიური გახდეს 12 აგვისტო.

სხვა ახალი ამბები: