ზუგდიდში ვეტერანებს უფასო გამოკვლევებს ჩაუტარებენ

0

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ინიციატივით და ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭრით 2 ივნისს, ვეტერანებს სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდებათ. გამოკვლევები 11 საათიდან, იძულებით გადაადგილებულ პირთა პოლიკლინიკაში გაიმართება.

ვეტარანებს და მათი ოჯახის წევრებს უახლესი აპარატურით, სხვადასხვა სახის კარდიოლოგიურ გამოკვლეებს ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმები ჩაუტარებენ. გუბერნატორის ინიციატივით, ვეტერანებისთის უფასო გამოკვლევების აქციები ზუგდიდსა და სამერელოს რეგიონში რამედნიმეჯერ ჩატარდა.