ზუგდიდში ვეტერანებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები უტარდებათ

0

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ინიციატივით, ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭრით და ვეტერანთა საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ზუგდიდში, ვეტერანებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები უტარდებათ.

გამოკვლევები იძულებით გადაადგილებულ პირთა პოლიკლინიკაში მიმდინარეობს, სადაც ვეტარანებს და მათი ოჯახის წევრებს უახლესი აპარატურით, სხვადასხვა სახის კარდიოლოგიურ გამოკვლევებს, ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმები უტარებენ.

სამედიცინო აქციის ფარგლებში, მომსახურება გაეწევა 200-მდე პაციენტს, რომელიც მოიცავს კარდიოლოგიური პროფილის – ელექტროკარდიოგრაფიულ, ექოსკოპიურ და ლაბორატორიულ გამოკვლევებს. საჭიროების შემთხვევაში, პაციენტები მკურნალობის კურსს ჩაფიძის კლინიკაში გაივლიან.

აქციის მიმდინარეობას სამეგრელო-ზემო სავნეთის გუბერნატორის მოადგილე დათო კოდუა და ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია, ვეტერანთა საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნენ.

გუბერნატორის ინიციატივით, ვეტერანებისთვის უფასო გამოკვლევების აქციები ზუგდიდსა და სამეგრელოს რეგიონში რამედნიმეჯერ ჩატარდა და ის მომავალშიც გაგრძელდება.