ზუგდიდური ბრენდი – ხის სათვალე ნემოსგან (ვიდეო)

0

ნემო ჯალაღონია ზუგდიდელი, ახალგაზრდა დიზაინერია, რომელიც ძირითადად ხის ნაკეთობებზე მუშაობს. წარსულში ფეხბურთელი, ახლა უჯკვე ახალი გატაცებითაა დაკავებული და როგორც საკუთარი თანაქელებისთვიის, ასევე ქალაქის სტუმრებისთვის ქმნის ხის სათვალეებს, რომელიც საკმაოდ მოდური და მოთხოვნადი ტრენდია.

პროექტზე მუშაობა ნემო ჯალაღონიამ 16 წლის ასაკში დაიწყო. “Nemo Woodworker” ინოვაციურობა იმაში მდგომარეობს, რომ მომხმარებელს თავად ეძლევა საშუალება, თავისი სურვილით შეიქმნას სათვალის ისეთი დიზაინი, რომლის ანალოგიც არავის არ ექნება. სათვალეების შესაქმნელად ახალგაზრდა დიზაინერი ძირითადად მაკაგონს, კაკალს, ნეკერჩხალს და წაბლის ხის მასალებს იყენებს.

ნემო ჯალაღონიასთან ერთთად ხის სათვალეების შექმნაში მონაწილეობას იღებს ზუგდიდელი პაატა კილასონია. ჯალაღონიას განცხადებით, სწორედ პაატა კილასონიას დახმარებით იქმნება მოდური სათვალეების ესკიზები, რომელიც სრულყოფაში ერთობლივი ძალებით მოყავთ.

“Nemo Woodworker”-ის მიერ შექმნილი სათვალეები ხელმისაწვდომია ადგილობრივი ბაზრისთვის, თუმცა თავად დიზაინერის სურვილია მათი ბრენდი ევროპაშიც გავიდეს და ამ გზით მიაღწიონ უფრო ფართომასშტაბიან ცნობადობას მსოფლიო ბაზარზეც.

სხვა ახალი ამბები: