ზურაბ ბელთაძე კორცხელის ინციდენტში მონაწილე სხვა პირების იდენტიფიცირებას ითხოვს

0

კორცხელის ინციდენტში მონაწილე სპორტსმენების ადვოკატი ზურაბ ბელთაძე კორცხელში გადაღებულ ვიდეოკადრებს ასაჯაროებს, სადაც მისივე განცხადებით, ჩანს როგორც სცემენ ხელკეტებით უცნობი პირები სპორტსმენებს.

ადვოკატის განცხადებით, აღნიშნულ ჩანაწერს წარადგენს როგორც მტკიცებულებას და გააცნობს ბრალდების მხარეს.

„ამ ჩანაწერში ნათლად ჩანს, თუ როგორ სცემენ ხელკეტების გამოყენებით “ქართული ოცნების” აქტივისტებს, კერძოდ სპორტსმენებს, რომლებიც ბრალდებულები არიან სისხლის სამართლის საქმეზე ხულიგნობის ბრალდებით”,- განაცხადა ადვოკატმა და იქვე აღნიშნა, რომ ის მიმართავს გამოძებას, ხოლო ვიდეოს მტკიცებულების სახით წარადგენს, რომლის შემდეგაც უნდა მოხდეს მასზე ასახულ პირთა იდენტიფიცირება და მათ მიერ განხორციელებულ მოქმედებებს მიეცეს სამართლებრივი შეფასება.

“გამოძიების დაწყების დღიდან, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ადამიანები აცხადებდნენ, რომ ადგილი ჰქონდა პროვოკაციას, მათ მიმართ ხელკეტებით ცემას და წინააღმდეგობის გაწევას. ჩანაწერიდან ჩანს, რომ სპორტსმენების წინააღმდეგ არაერთი პირი მოქმედებს”,- აღნიშნავს  ზურაბ ბელთაძე.