ავტოსაგზაო შემთხვევა წალენჯიხაში

0

1273574_759045730796030_71801846_oდღეს დაახლოებით 16.00 საათზე წალენჯიხის ცენტრში, გრანელის ქუჩაზე (წალენჯიხის რაიონის ცენტრალურ სტადიონთან), BMW-ს მარკის ავტომობილი ორ ფეხით მოსიარულე 15 წლის გოგონებს დაეჯახა. ერთ-ერთი მათგანი წალენჯიხის რაიონული საავადმყოფოდან სხეულის მსუბუქი დაჟეჟილობის დიაგნოზით რამდენიმე საათში გაიწერა, ხოლო მეორე დაზარალებული სერიოზული დაზიანებებით გადაყვანილ იქნა ზუგდიდის მრავალპროფილურ საავადმყოფო “რესპუბლიკაში”.

მომხდარ ავტოავარიასთან დაკავშირებით ადგილობრივ პოლიციის განყოფილებაში მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.