დღეს მესტიაში სამთო-სათხილამურო და საკურორტო სეზონი ოფიციალურად გაიხსნება

0

post-25-1106138694მესტიის რაიონში დღეს სამთო-სათხილამურო და საკურორტო სეზონი ოფიციალურად გაიხსნება. მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობლის კაპიტონ ჟორჟოლიანის განცხადებით, დღეს მესტიაში პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს, სპორტის მინისტრს ლევან ყიფიანს და ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრს დავით ნარმანიას ელოდებიან.

„სწორედ დღეს გაიმართება მესტიის რაიონში მომავალ გეგმებზე საუბარი, თუ როგორ უნდა განვითარდეს საქართველოში ტურიზმი და კერძოდ, ზამთრის კურორტები. გვექნება ასევე, შეჯიბრებები და დაჯილდოვება. ასევე პროგრამაში ჩადებული გვაქვს სხვადასხვა ღონისძიებები, რომელიც მესტიაში გვიან რამემდე გაიმართება “,- აცხადებს მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებელი კაპიტონ ჟორჯოლიანი და აქვე დასძენს, რომ ახალი წლის დღეებში სათხილამუროდ მესტიის რაიონს ასამდე უცხოელი ტურისტი ესტუმრება.

ოფიციალური ღონისძიებები მესტიის ცენტრსა და სათხილამურო ტრასაზე დღის მეორე ნახევრისთვის, 15:00 საათზე დაიწყება და გვიან ღამით დამთავრდება. პრემიერ-მინისტრი, მთავრობის წევრები და პარლამენტარები მესტიას 17:00 საათზე ეწვევიან.