ერეკლე კოდუას ინტერპოლი ეძებს

0

koduaaaსოდის ყოფილ უფროსზე ერეკლე კოდუაზე ინტერპოლმა ძებნა გამოაცხადა. ამის შესახებ ინფორმაცია ინტერპოლის ოფიციალურ გვერდზე განთავსდა.

ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ერეკლე კოდუას ბრალი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და თაღლითობაში ედება.
ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, ერეკლე კოდუამ უნგრეთს პოლიტიკური თავშესაფარი სთხოვა.

ცნობისათვის, მთავარმა პროკურატურამ ერეკლე კოდუას ბრალი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, თაღლითობის  ფაქტზე წაუყენა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ერეკლე კოდუას აღკვეთის ღონისძიების სახით დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა.