ზუგდიდის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე გორის ქუჩის მოსახლეოაბას შეხვდნენ

0

12281724_1218604034833651_1367374783_oქალაქის მერი ირაკლი გოგოხია, საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაია და მერიისა და საკრებულოს შესაბამისის სამსახურების წარმომადგენლები გორის ქუჩა №2 -ში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდნენ . ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დეტალურად გაეცნენ ადგილზე შექმნილ ვითარებას და საგანგებო შეხვედრაზე მოქალაქეების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიმართულებით სხვადასხვა საქმიანობები დაგეგმეს.

“ჩვენ ვიხილავთ ყველა საკითხს, რაც ამ მოქალაქეების საცხოვრებელ პირობებს გააუმჯობესებს, ცხადია შენობა ავარიულია და მას ჩვენის შესაძლებლობების ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდება.“

შეგახსენებთ, რომ 22 ნოემბერს გორის ქუჩა# 2 ში საცხოვრებელ კორპუსში ჭერი ნაწილობრივ ჩამოინგრა, ნგრევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.