ზუგდიდში ენერგომომარაგება უმჯობესდება (VIDEO)

0

10152042_456561674477025_462206387_nქვესადგურ „ზუგდიდი 2-ზე“ მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოები დღეს, 25 მარტს, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ დასავლეთ საქართველოს რეგიონული ფილიალის ხელმძღვანელობამ, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა ედიშერ თოლორაიამ დაათვალიერეს.

„მიმდინარეობს მაღალი ძაბვის კაბელების შეცვლის სამუშაოები, რაც განაპირობებს ენერგომომარაგების გაუმჯობესებას, თუმცა ეს სამუშაოები ენერგოშეზღუდვებით წარმოებს, რაც აუცილებელია საამისოდ. დაახლოებით თვე-ნახევარ ორ თვეში ეს სამუშაოები დასრულდება. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ წლის ბოლოსთვის ქალაქის ძირითადი ნაწილი იყოს უზრუნველყოფილი ელექტროენერგიით“, – განუცხადა ჟურნალისტებს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ დასავლეთ საქართველოს ფილიალის დირექტორმა ირაკლი ვახტანგიძემ.როგორც კომპანიაში აცხადებენ,ქსელის რეაბილიტაცია საგრძნობლად გამოასწორებს ელექტრგომომარაგებას, მაგრამ ის მთლიანად ვერ გამორიცხავს უამინდობის ან სხვა მიზეზის გამო გამოწვეულ გათიშვებს. აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად კომპანია მომავალშიც განაგრძობს ფიდერებისა და მაღალი ძაბვის ქვესადგურების რეაბილიტაციას.

ქსელის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების, ავარიული გათიშვების მინიმუმამდე დაყვანისა და აბონენტების უწყვეტი ელექტრომომარაგების მიზნით, სს ”ენერგო-პრო ჯორჯიას” დასავლეთ საქართველოს რეგიონალურ ფილიალში სარეაბილიტაციო სამუშოები ყველა მომსახურეობის ცენტრშია დაგეგმილი.

ვიდეო