“მკვლელი ახალაია”-ზუგდიდის მაჟორიტარ დეპუტატს ადგილობრივები დაუპირისპირდნენ

0

rolandaxalaia9„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ზუგდიდში დაგეგმილი წინასაარჩევნო აქციაზე მისულ როლანდ ახალაიას ადგილზე მოწინააღმდეგეები დახვდნენ და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. პარლამენტის უმცირესობის დეპუტატი მოწინააღმდეგეებს არ შეპასუხებია და გზა განაგრძო, კონტრაქციის წევრებმა კი ახალაია შეძახილებით და მისი მისამართით უშვერი სიტყვების სკანდირებით გააცილეს.

“არასოდეს დავუშვებთ რომ მკვლელი ახალაიების ეპოქა სამეგრელოში ისევ დაბრუნდეს. ეს კაცი რომ იყოს აქ საერთოდ არ უნდა გამოჩენილიყო. რა გააკეთა ზუგდიდისთვის გარდა იმისა რომ გააუბედურა თითოეული ოჯახი და ზუგდიდი ერთ დიდ ციხედ აქციეს.მკვლელი ახალაია, მკვლელების მამა დაჯალათი”-სკანდირებდნენ დღეს ზუგდიდში როლანდ ახალაიას მოწინააღმდეგეები.