რუსეთმა აფხაზეთში ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის 9 მილიონი რუბლი გადმორიცხა

0

rubliაფხაზეთის თვითაღიარებულ რესპუბლიკაში რუსეთის ფედერაციიდან ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად თანხები გადმოირიცხა. საინფორმაციო სააგენტო smo.ge-მ დეტალურად მოიპოვა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ გადანაწილდა რუსეთის ფედერაციიდან ე.წ ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის გადმორიცხული თანხები. ყველაზე მეტი წილად ქალაქ სოხუმს ხვდა, სადაც გადმორიცხული თანხის ოდენობა 3 მილიონ 340.000 რუბლს აღწევს, შემდეგ მოდის გაგრა 1 მილიონ 747. 000 რუბლით, ხოლო სამეულში მოხვედრილ გალის რაიონში 1. 660.000 რუბლი იქნა გადმორიცხული. დანარჩენი თანხები შემდეგნაირად გადანაწილდა.

გულირიფშის რაიონში 1. 285. 000 რუბლი, გუდაუთა- 1.365. 000 რუბლი, ტვარჩელი- 826. 000 რუბლი.

აფხაზეთის თვითაღიარებუილ რესპუბლიკაში რუსეთიდან გადმორიცხული თანხები ადგილობრივი მედიის ინფორმაციით თავდაპირველად ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას უნდა მოხმარდეს, რასაც მოსდევს მედიცინისა და განათლების სფეროს აღორძინება.