ფოთში სოიოს გადამამუშავებელი ქარხანა გაიხსნა

0

fifiaქალაქ  ფოთში შპს „იუნიგრეინ ჯორჯიან გრუპმა“ თანამედროვე სტანდარტების სოიოს გადამამუშავებელი ახალი საწარმო გახსნა.  გახსნის ოფიციალურ ცერემონიალს    საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი შალვა ფიფია, აჭარის მთავრობის მეთაური არჩილ ხაბაძე, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით გალეგაშვილი, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსა და „ხალიკ ბანკი საქართველოს“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ.სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს „შეღავათანი აგროკრედიტის პროექტის“ დახმარებით,  შპს „იუნიგრეინ ჯორჯიან გრუპმა“ 600,000 აშშ დოლარის კრედიტი „ხალიკ ბანკი საქართველოსგან“ აიღო. პროექტის ფარგლებში,კომპანიას  სესხის საპროცენტო განაკვეთს (10.75%) პროექტების მართვის სააგენტო დაუფარავს. შპს „იუნიგრეინ ჯორჯიან გრუპმა“ სოიოს გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობისთვის და თანამედროვე დანადგარების შესაძენად,საერთო ჯამში 2,300,000 ლარის ინვესტიცია განახორციელა.თანამედროვე            სტანდარტების სოიოს გადამამუშავებელი ქარხანა აღჭურვილია უახლესი ევროპული პრესებით და გადამამუშავებელი დანადგარებით. ქარხანა  სამი დასახელების პროდუქტს აწარმოებს, კერძოდ: ტოსტირებულ სოიოს, კოპტონს და სოიოს ზეთს. თანამედროვე დანადგარები დღეში 100 ტონა ნედლეულის გადამუშავების საშუალებას იძლევა.ახალ საწარმოს დათვალიერებისას, სოფლის მეურნეობის მინისტრი და სხვა სტუმრები სოიოს გადამუშავების პროცესსა და დანადგარების მუშაობის სპეციფიკას ადგილზე გაეცნენ. შპს „იუნიგრეინ ჯორჯიან გრუპი“  2005 წლის 28 ივლისს დაარსდა.  კომპანიაში  68 ადამიანია დასაქმებული და მათი საშუალო  ხელფასი 1000 ლარამდეა.კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს სასოფლო–სამეურნეო პროდუქციით საერთაშორისო ვაჭრობა – ტრეიდინგი. კომპანიის სანედლეულო ბაზარი ამ ეტაპზე  პოსტსაბჭოთა სივრცის სამ ქვეყანას: უკრაინას, რუსეთის ფედერაციასა და ყაზახეთს მოიცავს.  შპს „იუნიგრეინ ჯორჯიან გრუპი“  წარმოებული პროდუქციის გატანას   სომხეთში, აზერბაიჯანსა და თურქეთში გეგმავს.დღეისათვის, კომპანია  სოიოს, მზესუმზირის, სიმინდის, ხორბალისა და ქერის, ასევე გადამუშავებული პროდუქციის ექსპორტს ახორციელებს.