“ქართული ოცნების” წალენჯიხის ორგანიზაციას გოგა გულორდავა უხელმძღვანელებს

0

1617368_756230754410850_1670815742_oწალენჯიხის რაიონში “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” წალენჯიხის რაიონული ორგანიზაციის რიგით მეორე კონფერენცია გაიმართა. კონფერენციაზე პარტიის საქმიანობაზე, მიზნებსა და ამოცანებზე ისაუბრეს. “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” წალენჯიხის ორგანიზაციის თავმჯდომარედ გოგა გულორდავა აირჩიეს. პარტიის კონფერენციას 123 დელეგატიდან 94 ესწრებოდა, გულორდავას კანდიდატურას დელეგატებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი. ამასთან, დღესვე იქნენ არჩეული  პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის ბიუროს წევრებიც. ბაკურ გულუა, დავით ჭრიკიშვილი, კობა შანავა, რევაზ ლემონჯავა და ნანი ქუჩულორია “ქართული ოცნების” წალენჯიხის ორგანიზაციის ბიუროს წევრები გახდნენ.

ცნობისთვის  „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” წალენჯიხის ორგანიზაციას გასული წლის სექტემბრამდე  ბერდია კალანდია ხელმძღვანელობდა. გოგა გულორდავა კი, 2013 წლის 16 იანვრიდან  დღემდე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებელია.