შსს ხურჩაში მომხდარ ფაქტს გამოეხმაურა

0

shss2საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტმა ოკუპირებული გალის ტერიტორიიდან ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე „AN 2″ ტიპის თვითმფრინავის შემოფრენის ფაქტს რამდენიმე წუთის წინ დაადასტურა. განცხადებაში ნათქვამია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო გაარკვევს თუ რა მოხდა. მხოლოდ ამის შემდეგ უწყება დააფიქსირებს პროტესტს საერთაშორისო დონეზე.

„AN 2″ტიპის თვითმფრინავი გადმოფრინდა. ჩვენ ევროკავშირის მონიტორინგის მისიასთან ერთად ავამუშავეთ ცხელი ხაზი და ვარკვევთ, თუ რატომ მოხდა. ვნახოთ, რა პასუხს მივიღებთ. შევამოწმებთ ინფორმაციას, ჩამოვყალიბდებით და დავაფიქსირებთ ჩვენს პროტესტს, როგორც საერთაშორისო, ისე ყველა დონეზე”, -აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.