კომპანია “ლივინგსტონი” აღიარებს, რომ ზუგდიდელი ფოტოგრაფის საავტორო უფლებები დაარღვია

0

livingstoniზუგდიდელი ფოტოგრაფის თემურ ბართავას მიერ გადაღებული ფოტოსურათი, რომელიც კომპანია “ვისოლის” ფეისბუკ გვერდზე იყო გამოქვეყნებული ამ დროისთვის წაშლილია.

კომპანია “ვისოლის” მარკეტინგის დირექტორის მოადგილის, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მენეჯერის რუსუდან კბილაშვილის განცხადებით საავტორო უფლება დაარღვია არა “ვისოლმა”, არამედ მათ მიერ დაქირავებულმა სარეკლამო სააგენტომ.

“ვისოლ ჯგუფს სოციალური მედიის მიმართულებით ემსახურება კომპანია “ლივინგსტონი”, რომელიც უზრუნველყოფს ვისოლის ბრენდის კომუნიკაციასციფრულ მედია არხებში. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ლივინგსტონი სრულად იღებს პასუხისმგებლობას, კომპანია აცხადებს, რომ დაუდევრობის ფაქტი საავტორო უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით შიდა პროცედურული ხარვეზით იყო გამოწვეული და ძალიან განიცდიან მომხდარს”-აცხადებს smo news-თან საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მენეჯერი რუსუდან კბილაშვილი.

“ჩვენთვისაც, როგორც კრეატიული სააგენტოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია საავტორო და ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებული უფლებები. ძალიან ვწუხვართ, რომ ჩვენი პროცედურული ხარვეზის გამო, რაც გამოიხატებოდა იმაში, რომ არ მოხდა მასალის მოპოვების წყაროს გადამოწმება მის გამოქვეყნებამდე, დაირღვა თემურის საავტორო უფლება სურათზე. გვინდა აქვე აღვნიშნოთ, რომ შესანიშნავი ფოტოა და ასეთი ქმნილებების ავტორები, რათქმა უნდა, არ უნდა იკარგებოდნენ. ჩვენ დავუკავშირდებით თემურს და გვჯერა, რომ მოვიფიქრებთ ფორმას ამ შემთხვევის გამოსწორების.”-აცხადებს გიორგი ბურჭულაძე, ლივინგსტოუნის გენერალური დირექტორი.

ამ დროისთვის სურათი წაშლილია სოციალური ქსელიდან.