16 აპრილს ზუგდიდში სოლო კონცერტს გოჩა ჭაბუკაიძე გამართავს

0

16 აპრილს,ქალაქ ზუგდიდის კულტურის ცენტრ ,,ოდიშში“,რომელიც მდებარეობს დ.ჯანაშიას N12-ში,15:00 საათზე გაიმართება გოჩა ჭაბუკაიძის სოლო კონცერტი. წლების წინ,ის საზოგადოებამ გაიცნო გადაცემა ,,ეტალონის“ საშუალებით. მაშინ გოჩა ჭაბუკაიძე ანსამბლ ,,ეტალონ კრუიზის“ სოლისტი გახლდათ. მან შემდეგ მონაწილეობა მიიღო ,,ნიჭიერში“ და ფინალშიც გავიდა. სწორედ აღნიშნულმა პროექტმა მას ხალხის დიდი სიყვარული მოუტანა.

ნიჭიერ მომღერალს ზუგდიდი მასპინძლობს. საღამო პოეზიითაც იქნება გაჯერებული. ლექსებს წაიკითხავენ პოეტები:თემურ ელიავა, ჯანო შენგელია და ლაშა ბიბიჩაძე. დასწრება ფასიანია.ბილეთის ღირებულება შეადგენს 5 ლარს.

ღონისძიების მხარდამჭერები არიან:ქალაქ ზუგდიდის მერია,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საკრებულო,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა და კულტურის ცენტრი ,,ოდიში“. კონცერტი მიმდინარეობს ორგანიზაცია ,,ორიელის“ მიერ დაგეგმილ ტურნეს ფარგლებში. რომლის დირექტორიცაა პროდიუსერი ლიკა ჭელიძე.

ბილეთების შესაძენად დაუკავშირდით შემდეგ ნომერზე:568417313