ბულინგი ფოთის საჯარო სკოლაში -მე-9 კლასის მოსწავლესთან ფსიქოლოგი მუშაობს

0

ფოთში, ერთ- ერთი საჯარო სკოლის მე-9 კლასის მშობელი ბულინგზე ხმამღლასაუბრობს. ის მასწავლებელს მოსწავლის შეურაცხყოფაში ადანაშაულებს. როგორც მშობელი განმარტავს, პედაგოგმა მის შვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

,,ჩემს შვილზე ბულინგი განხორციელდა. პედაგოგმა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და უფლებები შეულახა.“- აცხადებს მშობელი.

მე-9 კლასის მოსწავლესთან ამჟამად ფსიქოლოგი მუშაობს. საქმეში სოციალური აგენტი ჩაერთო. მოსწავლისა და მასწავლებლის დაპირისპირების მიზეზს სამართალდამცველები სწავლობენ. მომხდარზე გამოძიება 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს. საქმეს სკოლის დისციპლინარული კომიტეტიც განიხილავს.